რატომ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა გიორგი არევაძემ - მოსამართლე დეტალებზე არ საუბრობს

რატომ გადაიფიქრა მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობა და რატომ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა კენჭისყრის პროცედურამდე რამდენიმე საათით ადრე, – მოსამართლე გიორგი არევაძე ამ საკითხზე განმარტებების გაკეთებისგან თავს იკავებს და არც იმას აკონკრეტებს, შესაძლოა თუ არა ეს მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს უკავშირდებოდეს.

მოსამართლეთა კონკურსზე განცხადება, გააკეთა კონკურსში მონაწილე კიდევ ერთმა პირმა, თუმცა, არევაძისგან განსხვავებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მეუღლეს კანდიდატურა არ მოუხსნია და ის თბილისის საქალაქო სასამართლოში საბჭოს წევრებმა მოსამართლედ დანიშნეს.