პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი ჯერემი მაკბრაიდი, რომელმაც „გამჭვირვალობის კანონზე“ ევროპის საბჭოს დაკვეთით დასკვნა მოამზადა, სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი იყო.
უმრავლესობის წევრი სოციალურ ქსელში წერს, რომ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მომზადებული დასკვნა, ევროსაბჭოს ვებგვერდზე ისე აიტვირთა, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი დოკუმენტი, შემდეგ კი ვენეციის კომისიის საბოლოო რედაქციასაც დაედო საფუძვლად.