იუსტიციის მინისტრი ოპოზიციას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის თემის პოლიტიზირებასა და მანიპულირებაში ადანაშაულებს.
ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში ექს-პრეზიდენტის გადაყვანის საფუძველი არ არსებობს. მინისტრის თქმით, პატიმრის თანაგუნდელები მისი ჯანმრთელობის დამძიმებაზე საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, განზრახ ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ.
რაც შეეხება ხელოვნურ კვებას, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს შესთავაზეს, ბრეგაძის თქმით, ამ შეთავაზებაზე სააკაშვილი უარს ამბობს.