ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკუთარ ხედვას სთავაზობს.
მოდელს, რომელიც მანამდე ცნობილი უცხოელი მკვლევარების სტატიებში იდეის დონეზე განიხილებოდა, ამჯერად ანდერს ფოგ რასმუსენი ააქტიურებს. საუბარია მექანიზმზე, რომელიც გულისხმობს, რომ ორგანიზაციის მეხუთე მუხლი კოლექტიური თავდაცვის პირობის შესახებ დროებით არ ამოქმედდება ოკუპირებულ რეგიონებში და მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდება. ცნობილი დანიელი პოლიტიკოსი და ყოფილი პრემიერი საქართველოს ამ საკითხზე დისკუსიის დაწყებას ურჩევს და დარწმუნებულია, რომ ამ მოდელის შემთხვევაში კრემლი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს წევრობას ვეღარ დაბლოკავს, თუმცა მოსალოდნელ რისკებზეც მიუთითებს.
რასმუსენის მიერ ექსპერტის რანგში გახმოვანებულმა წინადადებამ ქართული პოლიტიკური სპექტრი ორად გაყო. ოპოზიციის ნაწილი ინიციატივის მიღმა ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარების შანსს ხედავს.