უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ბრალის დადგენილებასთან ერთად ის მასალები გაასაჯაროვა, რომელთა მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გაქცეული ოლიგარქის ნდობით აღჭურვილ პირს არეულობის დაგეგმვაზე ესაუბრება. გამოძიების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის გუნდის დაფინანსებას უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წარმომადგენლები ახორციელებდნენ. კერძოდ, ოლიგარქი, სერგეი კუჩენკო.
როგორც უკრაინის გენერალური პროკურაორი ამბობს, აღნიშნული მიზნებისათვის მიხეილ სააკაშვილის გარემოცვამ დაახლოებით 500 ათასი აშშ დოლარი მიიღო. თანხის ნაწილით დაკავებულია სევერიონ დანგაძე.