როგორია საარჩევნოდ ოპოზიციის გეგმა და რა კონფიგურაციით წარდგებიან ისინი. პარტიებს შორის განსხვავებულია როგორც საარჩევნო გეგმები, ასევე პოლიტიკურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ხედვები. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ცალკეულ ჯგუფებთან კონსულტაციები დაწყებული აქვს.
მოქალაქეების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არცერთ პოლიტიკურ სპექტრთან დისკუსიას არ აწარმოებენ. პარტია „გირჩში“ ფიქრობენ, რომ ოპოზიციის საერთო გაერთიანება შეცდომა იქნება. მმართველ გუნდში ოპოზიციის გადაჯგუფებებს უშედეგოდ აფასებენ და ამბობენ, რომ 2024 წლის არჩევნებს „ქართული ოცნება“ დიდი უპირატესობით მოიგებს.