მწვავე კრიტიკის და აქციების მიუხედავად, რეზონანსული კანონპროექტის უკან გაწვევა არ იგეგმება.
მეორე მოსმენით საპარლამენტო განხილვები, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში განახლდება. ექვსი ოპოზიციური პარტია პროექტის დასაბლოკად სრულ მობილიზაციას და კოორდინაციას აცხადებს, თუმცა არ კონკრეტდება, რა იგულისხმება მათ გეგმაში. კავთისხევში ოპოზიციის არასრული შემადგენლობით გამართული კონსულტაციების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები დღეს ქუთაისში ჩავიდნენ. უცნობია, გაგრძელდება თუ არა ქალაქებსა და რეგიონებში შეხვედრები. სამოქმედო სტრატეგია აქციებში მონაწილეობასაც გულისხმობს, თუმცა ოპოზიციონერი ლიდერები მესამე სექტორის მიერ ორგანიზებული პროტესტის წინა ხაზზე ყოფნას ერიდებიან.
რა ბერკეტებით ესახებათ ხელისუფლების ოპონენტებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის უკან გაწვევა – ოპოზიციის ხედვით თათია მაყაშვილი დაინტერესდა.