ხმაურიანი კანონპროექტის გარშემო აგორებული მორიგი საპროტესტო ტალღის ფონზე გეგმებს აწყობს ოპოზიცია.
კავთისხევში ოპოზიციონერი ლიდერები შეიკრიბნენ. თუმცა, შეხვედრა ოპოზიციის არასრული შემადგენლობით გაიმართა. კონსულტაციებში მხოლოდ ის პოლიტიკური ძალები მონაწილეობდნენ, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის დასაბლოკად სრული მობილიზაცია და კოორდინაცია გამოაცხადეს. ექვსი პარტიის ლიდერებმა აქციების მსვლელობისას საკუთარი სამოქმედო სტრატეგია დასახეს. მსჯელობის თემა იყო, თუ რა ფორმით უნდა გაგრძელდეს პროტესტი მუხტის შესანარჩუნებლად და რა სახით უნდა იყოს აქციებზე ოპოზიციური სპექტრი წარმოდგენილი. ფაქტია, რომ სამოქალაქო სექტორის მიერ ორგანიზებული გამოსვლების დროს ცალკეული გამონაკლისების გარდა ტრიბუნასთან პოლიტიკოსები პრაქტიკულად აღარ ჩნდებიან, თუმცა გარკვეულ აქტივობებს არ ერიდებიან.
თათია მაყაშვილი არკვევდა, როგორ ხედავენ ხელისუფლების ოპონენტები აქციებზე საკუთარ როლს.