„რანინას“ ნახევარფინალის ხუთეული ცნობილია

რანინას“ ნახევარფინალის ხუთეული ცნობილია. საბავშვო კონკურსის მეორე სეზონის ნახევარფინალში გავიდნენ: ანა ბერიშვილი, გიორგი როსტიაშვილი, ნიკა პეტრიაშვილი, ანასტასია გარსევანიშვილი და ქეთა ახალბედაშვილი.

პირველი არხის მუსიკალური პროდიუსერის, ჟიურის წევრის დავით ევგენიძის თქმით, იმ ბავშვებს, რომლებიც ნახევარფინალში ვერ გადავიდნენ, სიმღერას დაუწერს და კვინტეტს გააკეთებს, რომ ბავშვებმა ერთად იმღერონ.

კონკურსის ნახევარფინალი 19 მაისს, 20 საათზე გაიმართება. ფინალში სამი კონკურსანტი იმღერებს, გამარჯვებული კი საქართველოს 2019 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე წარადგენს.