რამდენად მზად არის ცესკო ელექტრონული არჩევნებისთვის - შეხვედრა პარტიებთან
ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ცესკო-ს წარმომადგენლების დახურული შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან და ლიდერებთან. ოპოზიციის ნაწილს ტექნოლოგიებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ და ცესკო-ს თავმჯდომარის ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, ამასთან, ხმაური ისმოდა დახურულ კარს მიღმა.