„რაგბი ევროპის“ მეორე შეხვედრაში ესპანეთს უმასპინძლებს დღეს საქართველოს ნაკრები. შეხვედრა ავჭალის სარაგბო ბაზაზე გაიმართება. პირველი მატჩი მილტონ ჰეიგის გუნდმა რუმინეთს მოუგო.
ეროვნული ნაკრები დღეს დანაკლისის გარეშე ითამაშებს. დაპირისპირება 18:00-ზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 15 ლარია, რომელიც როგორც ონლაინ, ასევე სტადიონის სალაროებში იყიდება. პირდაპირ რეპორტაჟს გულშემატკივარი პირველ არხზე იხილავს. მატჩის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე კი ავჭალის სარაგბო სტადიონიდან, სტუმრებთან ერთად სპეციალური გადაცემა დაიწყება.
პირდაპირ რეპორტაჟს ლუკა ჭოჭუა და ლადო კილასონია გაუძღვებიან.