მწერალთა სახლში საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და პუბლიცისტის, რაფიელ გელანტიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის სახელწოდებით, „ამბები კაცისა, რომელიც აფხაზეთში დარჩა“, მთავარი ხაზია მშვიდობა, როგორც სიცოცხლე და თავისუფლება. წარსული, როგორც შერიგების, თანხმობისა და განვითარების შესაძლებლობა. წიგნი აფხაზეთის ტრაგიკულ მოვლენებსა და აფხაზეთში დარჩენილ ადამიანებს ეძღვნება.