რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია. ამ გამარჯვებით მან ისტორიული შედეგი მოიპოვა, – დიდი სლემის 21-ე ტურნირი მოიგო და პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი გახდა, ვისაც კარიერაში ასეთი შედეგი აქვს. 2022 წლის დიდი სლემის პირველი ტურნირის, ავსტრალიის ღია გათამაშების ფინალში, რაფაელ ნადალმა რუსი სპორტსმენი, დანილ მედვედევი დაძაბულ, ხუთსაათიან დაპირისპირებაში, ხუთ სეტში დაამარცხა.
შეხვედრის პირველი ორი სეტი რუსის გამარჯვებით დასრულდა, ხოლო შემდეგ ნადალმა შეძლო და მეტოქეს ზედიზედ სამი სეტი დაათმობინა. 35 წლის ესპანელმა მწვანე კონტინენტის ღია ჩემპიონატი 2009 წლის შემდეგ მეორედ მოიგო. ნადალი 13-გზის როლან გაროსის, 4-ჯერ ამერკის ღია პირველობის და ორჯერ უიმბლდონის გამარჯვებულია. შეგახსენებთ, რომ წლის პირველი დიდი სლემის ტურნირზე მონაწილეობა არ მიუღია ავსტრალიის ღია პირველობის 9-ზის გამარჯვებულს, ნოვაკ ჯოკოვიჩს, რომელმაც ტურნირის კოვიდრეგულაციები ვერ დააკმაყოფილა.