13 თებერვალი რადიოს მსოფლიო დღეა.
იუნესკოს მიერ 7 წლის წინ დაწესებული თარიღის აღნიშვნას ტრადიციულად საქართველოც უერთდება. დილიდან რადიო პირველი არხი განსხვავებული ფორმატით მუშაობს. რადიო და სპორტი – ეს წლევანდელი საიუბილეო თარიღის ლოზუნგია. ამიტომ რადიო პირველი არხის დღევანდელი ეთერი ძირითადად სპორტულ გადაცემებს ეთმობა.