რადიო ქალაქის პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა

მუხიანში რადიო ქალაქის პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა.

პროექტს თბილისის მერიის კონცეფციით კომპანია „აჭარა ჯგუფში“ შემავალი „ინდუსტრიული ქალაქი“ ახორციელებს. ქონების პრივატიზებისთვის კომპანიამ მერიის ბიუჯეტში 23 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა. რადიო ქალაქის სრული ტერიტორია 12 ჰექტარ ფართობს მოიცავს. ჯამური ინვესტიცია 90 მილიონ ლარამდეა. რადიო ქალაქი გააერთიანებს 10-ზე მეტ ინდუსტრიას და 35-ზე მეტ სექტორს.

სამუშაოები დედაქალაქის მერმა დაათვალიერა.