მივმართავთ პარლამენტარებს და მთავრობებს, უკრაინის თავზე ცა ჩაკეტონ და ბირთვული მანიაკი შეაჩერონ – პუტინმა მსოფლიო არმაგედონის ზღვარზე დააყენა, – აცხადებს უკრაინული რადას თავმჯდომარე.
რუსლან სტეფანჩუკმა იმ საფრთხეების შესახებ ისაუბრა, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას. დავიცვათ არა მხოლოდ უკრაინა, ასევე ევროპა და მსოფლიო, – აღნიშნა მან გამოსვლაში.