რაჭის ტყის გამო პროტესტი არ წყდება.
გარემოს დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებამ საპროტესტო აქციები ამ ეტაპზე ვერ დაასრულა. გაუქმებულია ლიცენზია, რომლითაც ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულ უცხოურ კომპანიას რაჭის ტყის საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობა უნდა დაეწყო. თუმცა, ინვესტორის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის არგუმენტით მთავრობამ ლიცენზია ძალადაკარგულად გამოაცხადა. 2022 წელს გაცემულმა ლიცენზიამ თავიდანვე ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. პროტესტმა ცოტა ხნის წინ რაჭიდან თბილისში გადმოინაცვლა. აქციის მონაწილეები დაშლას ჯერ არ აპირებენ.