რაჭაში „მთის დღეები 2023“ საზეიმოდ გაიხსნა. მთის ერთგულებისა და მის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ღონისძიების მიმდინარეობისას, ტყის მცველები დაჯილდოვდნენ. ფესტივალი, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, სხვადასხვა სივრცეს აერთიანებს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, სხვადასხვა აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა, მათ შორის გათვალისწინებულია საბავშვო აქტივობები, მზარეულების მასტერკლასი და ცხენებით გასეირნება. ასევე გამოფენილია ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრები. დღის ბოლოს შოვში „მთის დღეებს“ გალაკონცერტი დაასრულებს. პარალელურად, ფესტივალი იმართება თუშეთსა და იმერეთშიც.