რა ვერ გაიყო გაერთიანებულმა ოპოზიციამ და დაშლის თუ არა ლიდერთა პოლიტიკური ამბიციები წინასაარჩევნო ერთობას
საარჩევნო მოდელი ჯერ გარკვეული არ არის, თუმცა პოლიტიკურმა ძალებმა წინასაარჩევნო სამზადისი უკვე დაიწყეს.
„ქართული ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატებს, სავარაუდოდ უახლოეს დღეებში წარმოადგენს, პარტიული სია კი სექტემბერში გახდება ცნობილი. ახლა საინტერესოა, შეიტანს თუ არა სიების შედგენა ოპოზიციურ ერთობაში ბზარს, რისი გარკვეული ნიშნები უკვე სახეზეა. სიების წერას და მაჟორიტარული ოლქების გაყოფას სირთულეებიც ახლავს თან. როგორც ჩანს, პრემიერობის კანდიდატის გარდა ოპოზიციურ პარტიებს შორის მაჟორიტარების საერთო კანდიდატურების შეთანხმებაც არ იქნება მარტივი პროცესი.
„ლეიბორისტების“ ოფისში ერთ მაგიდასთან შეკრებილ და სხვადასხვა ოდეოლოგიის მქონე ძალებს შორის შესაძლო უთანხმოების კონტურები უკვე გამოიკვეთა.