რა უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა იურიდიული კონსულტაციის საჭიროების შემთხვევაში - როგორ უნდა მოხდეს ადვოკატის შერჩევა
რა უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა იურიდიული კონსულტაციის საჭიროების შემთხვევაში. სამოქალაქო დავების ნაწილში ხშირად ადვოკატების არაკეთილსინდისიერი საქმიანობა დამკვეთს აზარალებს.
დოკუმენტაციის ხანდაზმულობა, სხდომებზე გამოუცხადებლობა, არაკვალიფიციურობა და ინფორმაციის არასრული მიწოდება – ეს ხარვეზების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რის გამოც დავა ხშირად არასასურველი შედეგით სრულდება.
ირკვევა, რომ მოქალაქეების სარჩელების უმეტესობა ისეთი იურისტების წინააღმდეგაა შეტანილი, რომლებიც ასოციაციის წევრები არ არიან.
რა მექანიზმები არსებობს თავდაცვის და სარჩელის მომზადების კუთხით, რომ მოქალაქეებმა საფრთხე თავიდან აიცილონ და როგორ უნდა მოხდეს ადვოკატის შერჩევა – თეონა ხუბულავა დეტალებით.