რა შედეგით დასრულდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შეხვედრა ბრიუსელში

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეოთხე შეხვედრა ბრიუსელში დასრულდა.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების გზაზე მიღწეული პროგრესი, განხილვის მთავარი თემები იყო.

საუბარი შეეხო ასოცირების განახლებულ დღის წესრიგსაც.

სხდომის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.