რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს პუტინის გადაწყვეტილებას, როგორ აფასებს ოფიციალური თბილისი რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ განკარგულებას, – განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა გააკეთა.
ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყნის სუვერენიტეტი და მოქალაქეთა ეკონომიკური კეთილდღეობა დაიცვას. მოკლე შეფასებით შემოიფარგლა პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე.