რა საკითხეზე მსჯელობენ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე
გაერო-ს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის იმპლემენტაციის საერთაშორისო კონფერენციის პლენარული სესიის მეორე ნაწილი ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის თემებზე მსჯელობით გრძელდება.
მომხსენებელთა შორის თავდაცვის მინისტრი, ადამიანის უფლებათა დაცვის და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეები არიან.
ღონისძიების მიზანია, მდგრადი განვითარების პროცესში მიღებული გამოცდილების გაზიარება და სამომავლო გეგმის შემდგომი ეტაპის განხორციელებაზე მსჯელობა.
მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია ხვალ დასრულდება.