რა საკითხებზე მსჯელობენ საერთაშორისო კონფერენციაზე

თბილისში მაღალი რანგის უცხოელი სტუმრების მონაწილეობით მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო კონფერენცია გრძელდება.

პირველ პანელზე ქართული დემოკრატიის მომავალზე იმსჯელეს, რის შემდეგაც დისკუსია უკვე საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე გაგრძელდა.

ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილებაზე ილაპარაკეს ლიეტუვას პირველმა დიპლომატმა და ლატვიის ყოფილმა პრეზიდენტებმა. საუბარი შეეხო რუსულ საინფორმაციო პროპაგანდას და დეზინფორმაციას, ასევე, ჰიბრიდული ომის გამოწვევებს.

გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები, მათ შორის, შეერთებული შტატების სახელმწფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან.