რა საკითხები განიხილეს შს მინისტრისა და დედაქალაქის მერის შეხვედრაზე

როგორ უნდა განიტვირთოს ქალაქში საგზაო მოძრაობა – ეს იყო მთავარი საკითხი დღეს დედაქალაქის მერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე.

კალაძის განცხადებით, ამ მიზნით მოლაპარაკებები დასუფთავების სამსახურთან მიმდინარეობს, ხოლო სადისტრიბუციო კომპანიებთან საუბარი უახლოეს მომავალში დაიწყება, სატვირთო ავტომანქანების ქალაქის ქუჩებში გადაადგილებაზე.

განიხილეს მიწისქვეშა გადასასვლელებში ვიდეოკამერების დამონტაჟების საკითხი და ასევე ისიც, რომ სამარშრუტო მიკროავტობუსებისთვის გაჩერების კონკრეტული ადგილები დაწესდეს.