პროფესიული განათლების ახალი სისტემის შექმნის მიზნით, „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდება. ინიციატივის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „კონფლიქტი საქართველოში“ არის სწორი საგარეო და შიდა პოლიტიკის დადასტურება.