რა საკითხები განიხილეს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე
საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციების დამტკიცების შესახებ იმსჯელეს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე.
ასოციაციის ვიცეპრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს დელეგაციის ახალი შემადგენლობა წარუდგინა, რომლებსაც სხდომის მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია 2004 წელს დაფუძნდა და არა ერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ გაერთიანებებთან თანამშრომლობს.