რა სახის რეგულაციები ამოქმედდება თელავში ტაქსებისთვის

რა სახის რეგულაციები ამოქმედდება თელავში ტაქსებისთვის და გამოყოფენ თუ არა მათთვის კონკრეტულ ადგილებს. საკითხზე სპეციალური კომისია უკვე მუშაობს.

თელავის მოსახლეობა ამბობს, რომ ქალაქში ტაქსების რაოდენობამ იმდენად მოიმატა და თავისუფლად გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ.

ტაქსების მძღოლებს, სავარაუდოდ, საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

რა სანქციები დაეკისრებათ კანონდამრღვევებს, ეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაირკვევა.