ახალი ტიპის კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარი გაძლიერდა, რაც შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. ამის შესახებ ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარემ პრესკონფერეციაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალი ვირუსის შესახებ ხელისუფლებას შეზღუდული ცოდნა აქვს და ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა რისკის შემცველია ვირუსის მუტაცია.
ჩინეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდი, შესაძლოა, ერთიდან 14 დღემდე მერყეობდეს. ვირუსი გადამდებია ინკუბაციის პერიოდშიც. დღეს ჩინეთმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მაღაზიებში, ბაზრებში, რესტორნებსა და ელექტრონულ პლატფორმებზე ველური ცხოველების გაყიდვა და ტრანსპორტირება აკრძალა.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსს 56 ადამიანი ემსხვერპლა.