რა პირობებში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები ისრაელში და არის თუ არა მათი უსაფრთხოება დაცული? – საქართველოს საელჩომ, ისრაელში მცხოვრებ ქართველებს სპეციალური ფორმის შევსება სთხოვა იმ შემთხვევისთვის, თუ ევაკუაცია გამოცხადდება. ამით საელჩო მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას ცდილობს, რათა მათთან რეაგირება დროულად მოხდეს. ამის შესახებ „მოამბეს“ თავად კონფლიქტის ზონაში მყოფმა ქართველებმა განუცხადეს. ბათიამში მცხოვრების თქმით, ქალაქში სიმშვიდეა და თავდაცვითი სისტემა – რკინის გუმბათი კარგად მუშაობს, თუმცა ისინი ცხოვრებას, რა თქმა უნდა, შიშის ფონზე აგრძელებენ.