რა პერსპექტივა აქვს ოპოზიციას - შეფასებები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო. რა გეგმა აქვს ოპოზიციას – პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ კონსულტაციების რეჟიმზე გადადიან. „გირჩში“ კი ღიად ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებასთანაც“ და „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ ღია პოლიტიკურ ვაჭრობას გეგმავენ. ნიკა მელიას გუნდი კონსულტაციებს ყოველდღიურ რეჟიმში მართავს, თუმცა გაერთიანებას არავისთან არ აპირებს. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობას“, როგორც პარტიაში ამბობენ, მათი კარი ყველასათვის ღიაა.

„ქართულ ოცნებაში“ კი მიიჩნევენ, რომ ოპოზიციურ სპექტრში გადაჯგუფება საერთო სურათს ვერ შეცვლის და არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება გარდაუვალია.