რა მდგომარეობაა ვანის საარჩევნო უბნებზე - რა ვითარებაში დაიწყო და გრძელდება საარჩევნო პროცესი
54-ე მაჟორიტარული ოლქის 48 ათასზე მეტ მოქალაქეს საარჩევნო უბნებთან მისვლა უკვე მეორედ უწევს. ვანში ამ დროისთვის სიმშვიდეა, თუმცა, საარჩევნო პროცესი ხმაურით დაიწყო ნომერ პირველ უბანზე. “ევროპული საქართველოს” მტკიცებით, ადგილზე პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა.
კომისიის თავმჯდომარე კი განმარტავს, რომ არანაირ ხარვეზს ადგილი არ ჰქონია. ირმა ჭოლაძე აშუქებს მიმდინარე პროცესს ვანში და პირდაპირ ეთერში გვიერთდება – რა მდგომარეობაა ამ წუთისთვის, რა ვითარებაში დაიწყო და გრძელდება საარჩევნო პროცესი?