შეცვლილი პოლიტიკური რეალობა პარლამენტში და ოპოზიციის გაზრდილი წარმომადგენლობა – ამნისტიის აქტის პროექტის გარდა ხელისუფლებას და ოპოზიციას მასშტაბური საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებიც აქვთ გასატარებელი. რას შეცვლის 17 დეპუტატის მხრიდან მანდატის მიღება და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა და როგორ აისახება ექვსთვიანი კრიზისის შემდეგ კომპრომისული შეთანხმების მიღწევა მოქალაქეების ცხოვრებაზე.
„მოამბე“ დაინტერესდა, როგორ ესახება ოპოზიციას საკუთარი როლი პარლამენტში, მაშინ როდესაც ქვეყანას პოლიტიკური შეთანხმების შესრულების გარდა არაერთი გამოწვევა, პირველ რიგში კი კოვიდ-პანდემია და ამ პანდემიის შედეგად გამოწვეული მძიმე ეკონომიკური კრიზისი აქვს დასაძლევი.
მოქალაქეების და პოლიტოლოგების მოლოდინები და პარლამენტში შესული ოპოზიციის გეგმები ნათია ქენქაძის რეპორტაჟში.