რა გეგმა აქვს ოპოზიციას

დაიწყება თუ არა ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქციები – „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიციაა, რომ ქუჩის პროტესტი აუცილებელია, თუმცა ის გააზრებული და ორგანიზებული უნდა იყოს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციურ პარტიებს საზოგადოების ნდობა დაკარგული აქვთ და პოლიტიკურ კრიზისში მყოფებს არ შეუძლიათ იმ უკანონო პროცესების მართვა, რასაც სავარაუდოდ გეგმავენ.