ისრაელის მთავრობა ვარაუდობს, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა, მომდევნო კვირაში, შესაძლოა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის მინისტრისა და არმიის შტაბის უფროსის დაპატიმრების ორდერი გასცეს. ისრაელის რამდენიმე მედიასაშუალება წერს, რომ ნეთანიაჰუ ტელეფონით მუდმივ კონტაქტზეა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, რომ მსგავსი გადაწყვეტილება არ გამოიცეს. აშშ და ისრაელი არ არიან იმ 124 ქვეყანას შორის, რომლებმაც ხელი მოაწერეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუსს. ომის შესახებ ნეთანიაჰუს ბოლო საჯარო განცხადებაში ნათქვამია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მომავალი გადაწყვეტილებები შეიძლება გახდეს „საშიში პრეცედენტი“.