რა ბედი ეწიათ ერეკლე ბატონიშვილის სასახლის ძველ ვიტრაჟებს

თელავში, ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიზე, ისტორიული გალავნის შიგნით, სასახლის რეაბილიტაციამდე არსებული მოზაიკიანი ხის ჩარჩოები და ვიტრაჟები ღია ცის ქვეშ ყრია და ნადგურდება. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალური ქსელში ვრცელდება.

მუზეუმის დირექტორი პირველ არხთან საუბარში განმარტავს, რომ ვიტრაჟები შეკეთებას არ ექვემდებარება და მათ ისტორიული ფასეულობა არ გააჩნია. ვიტრაჟები გასული საუკუნის 70-იანი წლის დასასრულს და 80-იანი წლების დასაწყისშია დამზადებული.

ბატონის სასახლის რესტავრაცია გასულ წელს დასრულდა. სამუშაოებზე 7 მილიონი ლარი დაიხარჯა. საკითხზე განცხადებას ავრცელებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოც, რომელშიც აღნიშნულია, რომ გავრცელებული ცნობა მნიშვნელოვანი ნივთების განადგურების შესახებ რეალობას არ შეესაბამება და ის მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.