რა ანგარიშით წარდგა პარლამენტში ქვეყნის პრემიერი, რატომ ელის მთავრობის მეთაური ტოქსიკურ არჩევნებს და როგორია მისი გზავნილები ოპოზიციის ძირითადი აქტორების მიმართ

მწვავე აღმოჩნდა პრემიერის გამოსვლის შემდეგ პარლამენტში დაწყებული პოლიტიკური დებატები.

ოპოზიციის დღის წესრიგში ძირითადად 20 ივნისის მოვლენები, საზღვრების გახსნის გადავადება და პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დახმარების საკითხებია. განსაკუთრებით „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები აქტიურობენ, მხარეები ერთმანეთის მისამართით საკმაოდ მწვავე ეპითეტებსაც იყენებენ. დამოუკიდებელმა დეპუტატებმა კი ტრიბუნასთან დრო ძირითადად სასამართლოს და ჯანდაცვის სისტემების გასაკრიტიკებლად გამოიყენეს.

მთავრობის მეთაურმა ოპოზიციის ნაწილს დღეს კიდევ ერთხელ უწოდა კომპეტენციისგან დაცლილები.

თეონა მანაგაძე ადევნებს თვალს ხმაურიან სხდომას, რომელიც მეათე საათია, გრძელდება.