პრემიერობის კანდიდატი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად კოვიდ-პანდემიას აცხადებს. ამიტომ ვაქცინების შემოტანა და მოსახლეობის დროული ვაქცინაცია უახლოესი პერიოდის პრიორიტეტად ცხადდება. ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსით დაზარალებული მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის მხარდაჭერის და მისი სტიმულირების პირობა დადო და ამ მიზნით სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება დააანონსა. წლის განმავლობაში მთავრობის მომავალმა მეთაურმა არც საბიუჯეტო ხარჯების გადახედვა გამორიცხა. ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრსაც და ხაზი გაუსვა, რომ პოლიციელის მიმართ კანონდარღვევისას კომპრომისი არ იქნება. გამოსვლის კიდევ ერთი მიმართულება იყო ოკუპაცია და ნატოსა და ევროკავშირისკენ სვლა. დეპუტატებს აინტერესებდათ, როგორ აპირებს საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადამდე მისვლას.