ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებაში შეტანილი წვლილი - ქალები ახლო წარსულიდან
ქალები, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს – პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტს ხუთი დეპუტატი ქალი ჰყავდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იყო ევროპაში, რომელმაც არჩევნებში ქალებისთვის ხმის მიცემის უფლება დააკანონა. ქალთა გაძლიერებას მთელი რიგი პროცესები უძღოდა წინ – მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, განათლებული, პროგრესულად მოაზროვნე ქართველი ქალები მძიმე პოლიტიკური თუ სოციალური ფონის მიუხედავად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში არაერთ მნიშვნელოვან ცვლილებას ახორციელებენ. იქმნება ქალთა ორგანიზაციები, აქტიურად ერთვებიან როგორც საგანმანათლებლო, ისე სახელოვნებო თუ პოლიტიკურ პროცესებში.
ქალები ახლო წარსულიდან – ანა ნოდიას რეპორტაჟი.