ქვეყანაში „კოვიდ 19“ კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა. 15 ახალი პასუხიდან კი 14-ს ვირუსი არ დაუდგინდა. შესაბამისად, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევა გვაქვს. მათგან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა, რიგით მეორეს კი დამატებითი კვლევები უტარდება საბოლოო განკურნებამდე.
ამ წუთებში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. რა დამატებით შეზღუდვებსა და გადაწყვეტილებებს მიიღებენ, აუდიენციის შემდეგ გაირკვევა, როდესაც მედიისთვის განცხადებები გაკეთდება.