შემდეგი რეპორტაჟი მოგვითხრობს ტრადიციაზე, რომელიც სულ მცირე 80 საუკუნეა არსებობს და არქეოლოგიურად დადასტურებულია, რომ უწყვეტად, თაობიდან თაობას სწორედ საქართველოში გადაეცემა. „ღვინოშია ჭეშმარიტება“, ღვინო კი საქართველოში უკვე რვა ათასი წელია ქვევრში მზადდება.
სწორედ ქვევრის, „ჭეშმარიტების“ დასამზადებელი ჭურჭლის ოსტატზე გვიყვებიან ჟანა დიდებაშვილი და ზვიად ყარაულაშვილი – სიუჟეტი ვარდისუბნიდან.