იდეა, რომელმაც მეგობრები გააერთიანა და თელავს კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი შესძინა. სექტემბერში, სოფელ შალაურში უნიკალური კონცეფციის სასტუმრო გაიხსნება, რომელშიც ნომრების ფუნქციას ქვევრები ასრულებს. სასტუმრომ უკვე მიიქცია ტურისტების ყურადღება. ვარაუდობენ, რომ სახელმწიფოს მიერ ჩადებული ინვესტიცია გაამართლებს. პროექტი „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსებით განხორციელდა.