ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბის გაჭრა დასრულდა. ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროს. თუ ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას ერთი საათი სჭირდება და ზვავსაშიშროების გამო ხშირად მოძრაობა იკრძალება, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება.