ქუთაისში ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირის ფინალი ჩატარდა

ქუთაისის სპორტის სასახლეში ოლიმპიური ჩემპიონების, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირის ფინალი ჩატარდა.

მემორიალში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო და სულ 8 გუნდი თამაშობდა – 7 სუპერლიგის წარმომადგენელი, ხოლო ერთი – „ა“ ლიგის .

ტურნირი 1-ელ თებერვალს დაიწყო და დღეს დასრულდა.  გადამწყვეტ შეხვედრაში  „ქუთაისმა“  „რუსთავი“ 118:104 დაამარცხა და ტურნირის მთავარ პრიზს დაეუფლა.

ქუთაისში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი 23 ქულით რიჩარდ მათიაშვილი იყო, ხოლო რუსთავიდან – 31 ქულის დაგროვება ერეკლე ლორთქიფანიძემ შეძლო.