ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა.
მგზავრობის ღირებულება 40 თეთრის ნაცვლად 60 თეთრი გახდა. გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ მიიღო. მგზავრობის გაძვირებას „ქართული ოცნების“ 18-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა თავი შეიკავა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი საკრებულოს სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრო.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მგზავრობის საფასურის გაძვირება გარდაუვალი იყო.