ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ცერემონია მუსიკალურად გორის ქალთა გუნდმა გააფორმა. ღონისძიებაში ასევე ახალგაზრდული ცენტრის ბალერინები მონაწილეობდნენ.
დამდეგი ახალი წელი ქუთაისელებს ქალაქის მერმა და იმერეთის გუბერნატორმა მიულოცეს. მთავარი ნაძვის ხე ცენტრალურ მოედანზე, თეატრის წინ დაიდგა. ნაძვის ხის გაფორმებაზე ადგილობრივმა დიზაინერებმა იზრუნეს.