ხანძარი იყო ქუთაისში – მეგრელიშვილის ქუჩის 12 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძრის დროს სახლში ერთი ადამიანი იმყოფებოდა. მამაკაცი არ დაშავებულა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერ უცნობია. თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი უყურადღებობის შედეგად გაჩნდა.
მომხდარის დეტალებს გამოძიება სწავლობს. საქმე 187-ე მუხლით აღიძრა, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.