ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა

ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა. დასაქმების ფორუმის მონაწილეებს 500-ზე მეტი აქტიური ვაკანსია 30-მდე კომპანიამ შესთავაზა. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.

ფორუმის მიმდინარეობისას, სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად უკავშირდებიან ერთმანეთს. მსგავსი ღონისძიებების მიზანი დასაქმების ხელშეწყობა და ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირებაა.