ქუთაისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები დახმარებას ითხოვენ
ქუთაისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები დახმარებას ითხოვენ. სარეაბილიტაციო პროგრამის ბიუჯეტი ნახევრდება.
არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პროგრამის ღირებულების ნახევარს აფინანსებდა, ქვეყნიდან გადის. სარეაბილიტაციო კურსი თვეში 420 ლარი ჯდება.
ქალაქის მუნიციპალიტეტი 210 ლარს ფარავს, თუმცა მშობლები დარჩენილი თანხის დაფარვის პრობლემურობაზე საუბრობენ.
ირმა ჭოლაძის სიუჟეტი.