ქუთაისში „ადვოკატთა ასოციაციის“ კონფერენცია ჩატარდა.
შეხვედრა ადვოკატის უფლებათა დაცვის, იმერეთის რეგიონული კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენციის თემა „ადვოკატი და მართლმსაჯულებაა“.
შეხვედრაზე მართლმსაჯულების განხორციელებაში არსებულ ხარვეზებსა და მათი გამოსწორების გზებზე, ასევე, ადვოკატთა უფლებების დარღვევასა და მათზე რეაგირებაზე ისაუბრეს.
მსგავსი კონფერენციები საქართველოს ყველა რეგიონში წელიწადში ერთხელ ტარდება, სადაც ცენტრალური და რეგიონული კომიტეტების თავმჯდომარეები ინფორმაციას ჩატარებული სამუშაოების შესახებ წარადგენენ.